ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 13 ახალი პაციენტი მიიღეს. ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია და ძირითადად, ბოლნისისა და თეთრიწყაროს კლასტერებს განეკუთვნება. ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტია მოთავსებული, რომელიც მაღალ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნება, აქვს შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია. არიან გამოჯანმრთელებულებიც.
კლინიკა დღეს ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. რაც შეეხება ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას, იქ ამ დროისთვის 69 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. გუშინ კლინიკაში ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს – ერთი კახეთში ინფიცირებული ექიმი, ხოლო მეორე ერთ-ერთი კლინიკის მედპერსონალის შვილი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.