ნათია მეზვრიშვილის განცხადება 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვების მოხსნის ერთი ეტაპიდან მეორეზე შეიძლება ორ კვირაზე ადრე გადავიდეთ ან მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ ამ პირობებში აუცილებელია პირველ რიგში სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და კიდევ სხვა შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სხვა ეტაპებზე გადასვლამდე, ჯერ კიდევ მოქმედებს.