ნანი ბრეგვაძის ისტორიული კარიერის ამსახველი აუდიოვიდეო ჩანაწერები და დოკუმენტური მასალები ეროვნულ არქივს გადაეცა. ფირფიტები, აუდიოკასეტები, ფოტოები და აფიშები – ეს არასრული ჩამონათვალია ქართული სცენის ლეგენდის პირად კოლექციაში არსებული მასალებისა, რომელიც მომღერალმა ეროვნულ არქივს საკუთარი სურვილით გადასცა. ნანი ბრეგვაძის პირადი კოლექცია ახლა საარქივო წესით დამუშავდება, რის შემდეგაც მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.