„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში 23 მაისს დაგეგმილი აქციისთვის მზადებას განაგრძობენ. მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ ამ წუთებში ცაგერის მოსახლეობას ხვდებიან და მათ სამოქმედო გეგმას აცნობენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საქართველოს ყველა რეგიონში შეხვედრებს გამართავენ და მოსახლეობას 23-ში დაგეგმილ მასშტაბურ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.