რომელი რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო ვითარების დასასტაბილურებლად – დეტალები, სავარაუდოდ, სამშაბათს, სკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაირკვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა. მინისტრის თქმით, შესაძლოა, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე საშვის მოქმედების ვადის საკითხი გადაიხედოს.
#კოვიდ19 გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება – „დღის თემის“ შეკითხვებს ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა