ანტიკრიზისული გეგმის ფონზე და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მთავრობა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას აანონსებს. ათდღიანი აკრძალვის შემდეგ, ორშაბათიდან მსუბუქი მანქანების მოძრაობა ისევ ნებადართული ხდება. განახლდება ონლაინვაჭრობა, ასევე იმ აგრარული ბაზრების მუშაობა, რომლებიც წესებს დაიცავენ.
ხელისუფლებას ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნა ექვს ეტაპად აქვს დაყოფილი და თითოეულ ეტაპს შორის ინტერვალი ორი კვირა იქნება. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მიუხედავად, მოახლოებული პიკის პერიოდიდან გამომდინარე, ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების დაცვა, პირბადეების ტარება და კონტაქტების შეზღუდვა, რომელიც ვირუსის გავრცელების შეჩერებამდე და პანდემიის გადავლამდე, ცხოვრების წესად უნდა იქცეს.
სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა სქემით დაუბრუნდება ქვეყანა ეტაპობრივად ცხოვრების ჩვეულ რიტმს.