2024 წლამდე ერთი დღე რჩება და მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ახალი წლის შესახვედრად ემზადება. უკეთესი წელიწადის მოლოდინში განსხვავებული ადათ-წესების მქონე ქვეყნები ამ დღეს სხვადასხვანაირად ხვდებიან. მაგალითად, ახალი წლის ღამეს ესპანელები ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ, ფილიპინებზე სუფრას მრგვალი ფორმის 12 სახეობის ხილით აფორმებენ, შოტლანდიელები კი, ისევე როგორც ჩვენ, იღბლისთვის მეკვლეს ელოდებიან.
ნატა ტაბიძე გვიამბობს, როგორი საახალწლო ტრადიციები აქვთ დედამიწის სხვადასხვა წერტილში.