მსოფლიო ერთა ჩემპიონატი ხელბურთში

ხელბურთის მსოფლიო ერთა ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში. საქართველომ ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთის გუნდი დაამარცხა. შეხვედრა 28-21 დასრულდა. საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა მონპელიეს ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც მოწინააღმდეგეს რვა გოლი გაუტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ფინალში კუბასა და ბულგარეთს შორის გამარჯვებული იქნება. ფინალური დაპირისპირება სპორტის სასახლეში ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება. ეროვნული ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის, ნიკოლა მაქსიმოვიჩის ხელმძღვანელობით, წარმატებულად ასპარეზობს.