ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი მოხსენებით წარდგა. პანელზე „ევროპა, როგორც მზარდი სამედიცინო და ველნეს მიმართულება“, მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ბალნეო და სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობებზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა პრიორიტეტულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც გაზრდის ტურისტულ ნაკადებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
პანელზე გამოვიდნენ ასევე უკრაინის, ლიეტუვას, ჩეხეთისა და ბულგარეთის ტურიზმის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. კონფერენცია ბულგარეთის დედაქალაქში დღეს დასრულდება.