ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დილიდან განაახლეს სპორტსმენებმა ვარჯიშები. გუშინ შეჯიბრება პარალელურ გიგანტურ სლალომში ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები მამაკაცებსა და ქალებს შორის.
შეჯიბრის პირდაპირი ტრანსლაციის დროს ევროსპორტის კომენტატორმა ბრედ ჯეიმ ბაკურიანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური რესურსი გაიღეს და მათ ნამდვილად სურთ, საუკეთესო შედეგი აჩვენონ.
ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი 18 თებერვალს დაიწყო და 5 მარტს დასრულდება.