მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი სრულდება. მეჩვიდმეტე დღეა, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, სადაც შეჯიბრებები ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მიმდინარეობს. ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. დღესვე საქართველო დროშას გადასცემს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას – შვეიცარიას.

ნიკა ბერაძე მუშაობს ბაკურიანში და ის ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერს უერთდება.