მსჯავრდებულ ჭაკუასთვის პატიმრობის ათვლა დღეიდან დაიწყო; საკარანტინო ზონაში მოთავსებული პატიმარი სასამართლო სხდომას სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება; გლდანის ციხე, საკანი #37, პატიმრებზე ძალადობის ისტორია და პოლიტიკური შეფასებები
ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან დავით ჭაკუა – პატიმართა წამებისა და ციხის ბუნტის საქმეებზე, რომელშიც ის ფიგურირებს, ბრალდებულ პირთა სია, შესაძლოა, გაფართოვდეს. ექსტრადირების პროცესის დასრულების შემდეგ, ირკვევა, რომ 2013 წლიდან ინტერპოლით ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სამი თვის წინ გერმანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. საქართველოსთვის მისი გადმოცემა კი ვადის ამოწურვამდე სწორედ გერმანიის იუსტიციის უწყების დახმარებით მოხერხდა.
პანდემიის გამო, ჭაკუა ახალა 21 დღეს საკარანტინო სივრცეში გაატარებს, თუმცა, ეს მას არ უზღუდავს არც ადვოკატთან შეხვედრას და არც დისტანციურად სასამართლო პროცესში მონაწილეობას. ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის და ექსტრადირების ახალ გარემოებებს ხათუნა გაგნიძის სიუჟეტში ნახავთ.