იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში 

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში რატი ბრეგაძეს უსმენენ.

იუსტიციის მინისტრის მოსმენა უკვე დაახლოებით ორი საათია მიმდინარეობს. მან დეპუტატებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, დეტალურად ისაუბრა დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე. განსაკუთრებული ყურადღება კი მინისტრმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე გაამახვილა. მისი თქმით, ამ დროისთვის დასაქმებულია 1000-მდე პატიმარი და ამ რიცხვის სამჯერ გაზრდა იგეგმება. ასევე რატი ბრეგაძემ ისაუბრა ციფრული უნივერსიტეტის პროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა რომ პატიმრებს უმაღლესი განათლების დისტანციურად მიღების საშუალება ექნებათ. მინისტრს დეპუტატებმა შეკითხვებით უკვე მიმართეს.