რატომ სცადა 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა და იყო თუ არა პოლიციელების მხრიდან დარღვევები მისი დაკითხვის პროცესში – „მოამბე“ ცდილობს გაარკვიოს, რა მოხდა „მწვანე სკოლაში“ და რატომ მიიღო მოზარდმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
გენო ოსიყმაშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში – რა დეტალები გაირკვა მომხდართან დაკავშირებით.