პოლიციელის დღე

პოლიციელები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართულმა საზეიმო ცერემონიამ ხელისუფლების პირველი პირების მიმართვების ფონზე ჩაიარა. პრემიერის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი ოპონენტების მხრიდან სამართალდამცველების შეურაცხყოფის გახშირებულ ფაქტებზე გაკეთდა, რაზეც მთავრობის მეთაურმა მკაცრი რეაგირება და უკომპრომისო მიდგომა დააანონსა. პრეზიდენტმა კი ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების პრევენციისთვის სამართალდამცავ უწყებას მეტი რეაგირებისკენ მოუწოდა. გაჟღერდა ახალი ინიციატივებიც. გეგმაშია პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი ქალაქის გაშენება და ახალი საპოლიციო შენობების მოწყობა.