15 წლის მოზარდის გარდაცვალებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა თბილისსა და რეგიონებში. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გვიან ღამით შეიკრიბნენ საავადმყოფოსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება და დამნაშავე პოლიცილების დასჯა მოითხოვეს.