მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის საქმე

18:19, 21.12.2019

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში გაასაჩივრეს. დაცვის მხარე პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს.

მსგავსი