რა გახდა ვარკეთილში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა ვარკეთილში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი. საქმეზე, რომელზეც გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, დღეს 6 პირი ჯგუფური ძარცვის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა. გამოძიების ვერსიით, სწორედ ამ ძარცვის შემდეგ მოხდა ტრაგიკული შემთხვევა და მოზარდი 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა.

ამასთან, მეზობლები ამბობენ, რომ შემთხვევის დროს სახურავზე სხვა პირიც იმყოფებოდა, თუმცა, გამოძიება დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

რა არგუმენტები აქვს დაცვის მხარესა და რა მტკიცებულებებზე საუბრობს გამოძიება – დეტალები გიორგი კობერიძის სიუჟეტში.