მოზარდის გარდაცვალებას პროტესტი მოჰყვა თბილისსა და რეგიონებში
12:15, 18.12.2019
15 წლის მოზარდის გარდაცვალებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა თბილისსა და რეგიონებში. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გვიან ღამით შეიკრიბნენ საავადმყოფოსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება და დამნაშავე პოლიცილების დასჯა მოითხოვეს.