მოსამართლე ბადრი შონიამ, "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების საკითხზე, კომენტარი გააკეთა

“ბასიანის” საქმეზე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების საკითხზე პირველი განმარტება გააკეთა მოსამართლე ბადრი შონიამ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება კანონთან სრულ შესაბამისობაში იყო.

ამ თემაზე კომენტარი ნინო გვენეტაძემაც გააკეთა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქმისა და მოსამართლის გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასა და გამოხმაურებაზეც ისაუბრა.

საკუთარი ეჭვები და კითხვები, საქმესთან დაკავშირებით,  წერილობით გაავრცელა მესამე სექტორმა.