„ბასიანის“ საქმის მოსამართლე - აღკვეთის ღონისძიებად გირაო უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია
„ბასიანის“ საქმის მოსამართლე - აღკვეთის ღონისძიებად გირაო უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია

მოსამართლის გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს საზოგადოების განწყობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ განაცხადა, რომელმაც „ბასიანის“ საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა, თუმცა, მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ გირაო პატიმრობით შეცვალა.

მისი განმარტებით, აღკვეთის ღონისძიებად გირაო უფრო მძიმე დანაშაულის შემთხვევაშიც გამოუყენებია.

როგორც ბადრი შონიამ აღნიშნა, სააპელაციო სასამართლო ზემდგომი ინსტანციაა და, ბუნებრივია, მას გადაწყვეტილების შეცვლა შეეძლო, თუმცა მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკანონო იყო.

„საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმალვის რისკი არ არსებობდა, რაც იმით დადასტურდა, რომ ბრალდებული სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა, ასევე ის აღიარებდა და ინანიებდა მომხდარს, მისი წარსული არ იყო შებღალული.

მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება, არ ემთხვეოდეს საზოგადოების განწყობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა“, – განაცხადა ბადრი შონიამ.