მოქალაქეების მიერ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას პოლიტიკოსები აფასებენ

15:14, 09.05.2018

დღეს საქართველოს რეგიონებსა და თბილისში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებით მოქალაქეების გამოჩენას უარყოფითად აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, გამოხატვის ფორმა მათთვის მიუღებელია.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი მეთოდები რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც მისივე შეფასებით, სახელმწიფო აქტიურად უნდა დაუპირისპირდეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაგრძელდეს და საქართველომ არ გადაუხვიოს არჩეულ კურსს.

მსგავსი