9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ამ დღეს ომის ვეტერანები, ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ვაკის პარკში დილიდან ხალხმრავლობაა.

ვეტერანებს 9 მაისი რიგით მოქალაქეებთან ერთად პოლიტიკოსებმაც მიულოცეს.

ვაკის პარკში მივიდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.