დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ამ დღეს ომის ვეტერანები, ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ.

ვეტერანების გარდა, ვაკის პარკში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებსაც ელოდებიან.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ომის ვეტერანებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიულოცავენ.

ვაკის პარკში მისვლას ოპოზიციის წარმომადგენლებიც გეგმავენ.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.