მოლაპარაკებები პაკისტანში – ვითარება
რას შესთავაზებს ირანი აშშ-ს? დონალდ ტრამპი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელოდება, აშშ-ის პრეზიდენტი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ „ამჟამად ირანის ხელისუფლებაში მყოფ პირებთან მუშაობს“. პაკისტანში მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა ირანის დელეგაცია, ისლამაბადში ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი. თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში, ვიდრე შედეგი არ მიიღწევა – ასეთია ირანის საგარეო უწყების პოზიცია.
პარალელურად, გერმანია ჰორმუზის სრუტეში შესაძლო განლაგებისთვის მოსამზადებლად ხმელთაშუა ზღვაში გემებს აგზავნის, თუმცა, ნებისმიერი განლაგების წინაპირობად ცეცხლის მდგრად შეწყვეტასა და საერთაშორისო სამართლის შესაბამის ჩარჩოს ითხოვს. რეგიონში ვითარების დასტაბილურება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა იმის გათვალისწინებითაც, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის შეტაკებები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც გრძელდება.