მმართველი გუნდი შსს-ს მადლობას უხდის

მმართველი გუნდი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი და ხისტი დამოკიდებულებისთვის მადლობას უხდის. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნათ, რომ საჭიროა ისეთი სამართლებრივი რეგულაციების შემუშავება, რომლითაც შემცირდება ნარკოტიკების მოხმარება  და ამავე დროს გაგრძელდება ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს დღევანდელი ნარკოპოლიტიკა არაადექვატურია.