გერმანიის ქალაქებში ნარკოდილერების წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა

14:35, 08.05.2018

ბონსა და კელნში, ასევე მათ მიმდებარე ქალაქებში გერმანიის პოლიციამ ნარკოდილერების წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა. როგორც „დოიტჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, მასშტაბურ ოპერაციაში 300-ზე მეტი სამართალდამცელი მონაწილეობდა. მათ 30-მდე ბინა გაჩხრიკეს. დაპატიმრებულია 11 ადამიანი, რომელთა დაკავების ორდერი მანამდე იყო გაცემული. მათ გარდა, დაკავებული არიან სხვა პირებიც.

ოპერაცია, რომელშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული, რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა და ​ნარკოდილერთა დაჯგუფების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც მარიხუანითა და სხვა ნარკოტიკებით, მათ შორის კოკაინით ვაჭრობდა.

მსგავსი