მკვლელობა თერჯოლაში

თერჯოლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქალი გარდაიცვალა. დაშავდა თავად თავდამსხმელიც, რომელმაც 70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.