მკვლელობა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამაკაცმა მეზობელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა 1962 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.