მკვლელობა თბილისში. ვარკეთილის ბაზრობის მეწილე საკუთარ სახლში ჩაცხრილეს.
რა ინფორმაციას ფლობს ერთადერთი მოწმე, რომელიც ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის დროს თავადაც დაშავდა და იცნობდა თუ არა ის სავარაუდო დამნაშავეს. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ პოლიციაში გადაიყვანეს.
მკვლელობა დღეს შუადღეს მოხდა. 58 წლის ბიზნესმენს საკუთარ სახლში მოტყუებით შესულმა პირმა შვიდი ტყვია ესროლა.
გარდაცვლილი სხვადასხვა ბიზნესაქტივებს ფლობდა, თუმცა, რას უკავშირდება მკვლელობა, ჯერ ოფიციალურად არ სახელდება.
პოლიციასთან, სადაც ერთადერთ მოწმეს კითხავენ მოამბის გადამღები ჯგუფი მუშაობს.