თბილისში მოკლული მამაკაცის ბიზნესპარტნიორი არ უარყოფს, რომ ბიზნესთან დაკავშირებით დავები არსებობდა
თბილისში მოკლული მამაკაცის ბიზნესპარტნიორი არ უარყოფს, რომ ბიზნესთან დაკავშირებით დავები არსებობდა

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული მამაკაცის ბიზნესპარტნიორი, შპს „ვარკეთილი-96“-ის ერთ-ერთი მეწილე გურამ ქაცანაშვილი არ უარყოფს, რომ ბიზნესთან დაკავშირებით დავები არსებობდა.

„ჩვენც გვქონდა და მასაც უთანხმოება, მარტო მე კი არა, შპს-თან გვქონდა უთანხმოება. რაც იყო, ჰკითხეთ მის შვილებს. რომელი ერთი დავა გითხრათ. ეს დავა მოდის წლებია და ამაზე საუბარი ახლა არ მსურს“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას გურამ ქაცანაშვილმა.

გურამ ქაცანაშვილმა აღნიშნა, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით არაფერი იცის და ამბავი კახიძის შვილებისგან შეიტყო.

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მკვლელობა დღეს მოხდა. მოკლულია ერთ-ერთი ბაზრობის მეწილე ნუგზარ კახიძე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.