თბილისში მოკლული მამაკაცი ერთ-ერთი ბაზრობის მეწილეა
თბილისში მოკლული მამაკაცი ერთ-ერთი ბაზრობის მეწილეა

თბილისში მოკლული მამაკაცი ერთ-ერთი ბაზრობის მეწილეა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.

არსებული ინფორმაციით, შპს „ვარკეთილი 96“-ის გარდა, ნ.კ.-ს წილები ჰქონდა სხვა კომპანიებშიც.

როგორც შემთხვევის ადგილზე ყვებიან, მამაკაცს საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მკვლელობა დღეს მოხდა.

დატოვე კომენტარი