საგარეჯოში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს – შემთხვევა სოფელ თულარში მოხდა. ადგილობრივების თქმით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მოქმედ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.