მკვლელობა კახეთში

მკვლელობა კახეთში – შვილმა მამა მოკლა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. შემთხვევა გვიან ღამით სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგაში მოხდა. 20 წლის ბიჭმა მამას ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა. მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.