კიდევ ერთი ჩაკეტილი ზონა – თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში 06:00 საათიდან მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. მოწყობილია ხუთი ბლოკსაგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
ირმა ჭოლაძე დეტალებით.