მიხეილ სარჯველაძე თელავში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო DRG დაფინანსების სისტემას და ამ კუთხით ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს. მინისტრმა, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი რეფორმები განიხილა. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე. აქცენტი გაკეთდა არსებულ პრობლემებზე, მათ შორის რეგიონებში სპეციალისტების დეფიციტზე.