ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ზაზა სარალიძე სასამართლოში, შესაძლოა, 12 სექტემბერს დაჰკითხონ. მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე დახურულ სასამართლო სხდომაზე დღეს ოთხი მოწმე დაჰკითხეს. მათ შორის ის პირები, რომლებიც ხორავას ქუჩის 4 ნომერში ცხოვრობენ და ასევე მოქალაქეები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იყვნენ დასაქმებული.
ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი. კალანდიას ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ მოწმეებს სასამართლოსთვის ბრალდების საქმეზე რაიმე არსებითად მნიშვნელოვან ინფორმაციაზე არ უსაუბრიათ.