მიხაილ პოდოლიაკის განცხადება

მიხაილ პოდოლიაკი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის განცხადებას ეხმაურება. ისევე მარტივად, როგორც ბატონი კისინჯერი ომის შესაჩერებლად გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ის დაუშვებდა პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას. კარგია, რომ სანგრებში უკრაინელებს დავოსში გაკეთებული განცხადებების მოსმენის დრო არ აქვთ. ისინი ცოტათი დაკავებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით“, – წერს სოციალურ ქსელში პოდოლიაკი.

შეგახსნებთ, დავოსის ფორუმზე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“.