მევლუთ ჩავუშოღლუ - პრობლემების მოგვარება მუქარის ენითა და სანქციებით შეუძლებელია

პრობლემების მოგვარება მუქარის ენითა და სანქციებით შეუძლებელია – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, სინგაპურში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა და ვაშინგტონი პრობლემების გადასაწყვეტად ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. თურქეთში ამერიკელი პასტორის შინა პატიმრობაში დატოვების გამო, ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბულია.

თურქეთის ხელისუფლება პასტორს გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებს, აშშ კი სასულიერო პირის გათავისუფლებას ითხოვს. პასტორის პატიმრობის გამო, ვაშინგტონმა თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს სანქციები დაუწესა.