დავით ზალკალიანის ვიზიტი თურქეთში

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ გახსნიან.

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, დიპლომატები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები წელს ფორუმის ფარგლებში პანდემიის გამოწვევებზე, გლობალურად შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და ამ კონტექსტში დიპლომატიის როლის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

დატოვე კომენტარი