საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამომგზავრების საკითხთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მუდმივ კონტაქტზეა თავის თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან. როგორც ცნობილია, სწორედ თურქეთის დახმარებით უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პუნქტიდან აეროპორტამდე მიყვანა.

როგორც ცნობილია, გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მოლაპარაკებას აწარმოებდა პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის მიზნით, უკრაინული მხარე მზად იყო მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის, თუმცა ავღანეთში არსებული უსაფრთხოების რთული ვითარების გამო, საქართველოს მოქალაქეებმა ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს.