ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარებისთვის, ქსელს აფართოებს. განყოფილება ამჯერად ბორჯომში გაიხსნა. ცენტრი თორის ქუჩის 2 ნომერში, დაახლოებით ორას ბენეფიციარს მოემსახურება.
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავსი განყოფილებების გახსნა თბილისსა და რეგიონებში კიდევ იგეგმება. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, თბილისში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ცხრა განყოფილება ფუნქციონირებს, რეგიონებში კი 10. მომსახურებას ამ დროისათვის 7000-მდე ბენეფიციარი იღებს.