მეხორბლეების პრობლემები - ლევან სილაგავას განცხადება

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას ითხოვს. ლევან სილაგავას განცხადებით, აუცილებელია ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე სატარიფო გადასახადები გათანაბრდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, შესაძლოა დიდი წისქვილები დაიხუროს. წისქვილკომბინატ „აგრო-ექსპორტის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, საგადახადო მექანიზმის გადახედვა გამოსავალია იმისთვის, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასი არ გაიზარდოს.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გამოეხმაურა. ნათია თურნავას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სასაუბროდ მზად არიან. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს.