მეგის ქარდავას ბრალდების საქმე და მორიგი პროცესი – სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრება. მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა. ბრალდების მხარის ცნობით, 2011 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მაშინდელმა მოადგილე მეგის ქარდავამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძესთან ერთად, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილედ დასახელების მოთხოვნით, აწამა ტერორისტული აქტის მომზადებისა და ჩადენის ბრალდებით დაპატიმრებული ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია.