მედიკოსების აქცია

სასწრაფო დახმარების ექიმებსა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მედიკოსების მოთხოვნა უცვლელი რჩება – ხელფასების მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

სასწრაფოს ექიმებმა და მძღოლებმა დილიდან აქცია გამართეს. მათი განცხადებით, პროტესტის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ დასაქმებულები დასაჯა და წლის ბოლოს დანამატის სახით, ხელფასის მხოლოდ 70 პროცენტი აიღეს. შეკრებილების ინფორმაციით, პირველი იანვრის შემდეგ გაუქმდა პერსონალისა და სასწრაფოს მანქანების დაზღვევაც. მიზეზი მათთვის უცნობია.