სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მედიკამენტების უკანონო რეცეპტების გაცემის ფაქტები გამოავლინა. „შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“-ის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტებს ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ.
რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და სამ ექიმს საქმიანობა აუკრძალა. საქმე კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.