„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ორგანიზებით, მედიცინის მუშაკთა ყრილობა გაიმართა. შეხვედრაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემები განიხილეს, მათ შორის: ახალი სანებართვო პირობები, დიარჯი სისტემის გავლენა ბაზარზე და ექთნებთან დაკავშირებული საკითხები. სექტორის მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის სფეროს საკანონმდებლო დონეზე სწორად დარეგულირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამედიცინო მუშაკების აქტიური ჩართულობაა.