შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. მმართველი გუნდის კანდიდატმა მათ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და მედიკოსებისგან სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ მოსაზრებები მოისმინა.