საქართველოსა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობა სამედიცინო სფეროში

საქართველოსა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობა სამედიცინო სფეროში ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, სამხრეთ კორეელი ექიმები  სწავლისა და ქირურგების მომზადების პროცესში, ასევე, უშუალოდ ოპერაციებში აქტიურად ჩაერთვებიან. სამხრეთ კორეის დელეგაციას მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა. შეხვედრისას სტუმრებმა მზაობა გამოთქვეს, რომ დახმარება გაუწიონ საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების ინიციატივით, თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდება და სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია ჩატარდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ კორეა ცოცხალი დონორიდან გადანერგვის ოპერაციებში მსოფლიოში ლიდერ ქვეყანად არის აღიარებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი წარმატებული ოპერაცია, მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ კორეაში ჩატარდა და მათგან 77% პროცენტი სწორედ ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე მოდის.