მარნეულში მკაცრად კონტროლდება საკარანტინო ზონის შესასვლელები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის დანაყოფები. სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ისე ღამის ხედვის კამერები და დრონები. აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.
დღის ბოლოს შემაჯამებელი განცხადება გააკეთა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, ბლოკპოსტთან იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი რუსუდან ლოლაძე, რომელიც ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.